Loading


ქვეყანა ჟანრი საუკუნე


შავი პიტერი - ართურ კონან დოილი

დეტექტივი , მოთხრობა , უცხოური , XIX საუკუნე

შავნაბადა - მირზა გელოვანი

პოემა , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე

შავნი შაშვნი -

ლექსი , ქართული

შეგონებანი - მურმან ლებანიძე

ლექსი , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე

შეიბ მახვილი - შოთა ნიშნიანიძე

ლექსი , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე

შეიძლება - ლია სტურუა

ლექსი , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე

შეკვეთილი - გიორგი შატბერაშვილი

ეპისტოლარული , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე

შემთხვევა ინტერნატში - ართურ კონან დოილი

დეტექტივი , მოთხრობა , უცხოური , XIX საუკუნე

შემოდგომა - შიო მღვიმელი

ლექსი , საყმაწვილო , ქართული , XX საუკუნე

შემოდგომა - ალექსანდრე პუშკინი

ლექსი , უცხოური , XIX საუკუნე ჩამოქაჩე

შემოდგომა - შოთა ნიშნიანიძე

ლექსი , ქართული , XX საუკუნე ჩამოქაჩე


გვერდები :
1

უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა.

ილია ჭავჭავაძე



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations