Loading



ავტორების სია » არტურ კონან დოილი


დაიბადა : 22.05.1859 წ
გარდაიცვალა : 07.07.1930 წ

სერ არტურ იგნატიუს კონან დოილი (22 მაისი, 1859, ედინბურგი - 7 ივლისი, 1930, კროუბორო), შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეტრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა. კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.

არტურ კონან დოილი დაიბადა 1985 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო. კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკი ხდება. 1875-1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს , ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი Beeton's Christmas Annual-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.

პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ''ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია''. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ არტურ კონან დოილი.

1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ''ახალი გამოცხადება'' (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.

მართალია, არტურ კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟით, მაგრამ მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორიცაა ''თეთრი კომპანია''), სამეცნიერო ფანტასტიკა (''დაკარგული სამყარო'') რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხოვან ნოველას.

სერ არტურ კონანდოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს კარდიალური შეტევით.

ნაწარმოებები :


დეტექტივი :
ბასკერვილების ძაღლი
ფორთოხლის ხუთი კურკა
შემთხვევა ინტერნატში
მეორე ლაქა
მოცეკვავე კაცუნები
ყვითელი სახე
უცოდველი დიდგვაროვანი
ეშმაკის ფეხი
ჭრელი ლენტა
ლედი ფრენცისის გაუჩინარება
შავი პიტერი
უკაცრიელი სახლი
ცისფერი კარაბუნკური
ექვსი ნაპოლეონი
ჟღალთმიანთა კავშირი
მესვეურთაგან საგვარეულო წესი
შერლოკ ხომსი სიკვდილის პირას
ხომსის უკანასკნელი საქმე

მოთხრობა :
ბასკერვილების ძაღლი
ფორთოხლის ხუთი კურკა
შემთხვევა ინტერნატში
მეორე ლაქა
მოცეკვავე კაცუნები
ყვითელი სახე
უცოდველი დიდგვაროვანი
ეშმაკის ფეხი
ჭრელი ლენტა
ლედი ფრენცისის გაუჩინარება
შავი პიტერი
უკაცრიელი სახლი
ცისფერი კარაბუნკური
ექვსი ნაპოლეონი
ჟღალთმიანთა კავშირი
მესვეურთაგან საგვარეულო წესი
შერლოკ ხომსი სიკვდილის პირას
ხომსის უკანასკნელი საქმე

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations