აჭარის რეგიონის პირველკლასელთა ნეტ-ბუკები ბათუმშია05.09.2011
სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ”ბუკების” შეტანის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილე სკოლაში პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგსაც დესწრო და პედაგოგებსაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ნეტ-ბუკი ”ბუკი” საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მასში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამები: სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები. სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ. გარდა ამისა, მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება ისწავლეს. |
![]()
გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
ალბერტ აინშტაინი ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა
02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |
Loading









