Loading



ავტორების სია » ნიკო სამადაშვილი


დაიბადა : 19.07.1905 წ
გარდაიცვალა : 01.05.1963 წ

ნიკო სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს თბილისში. 1928 წელს თბილისიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში გადადის საცხოვრებლად და იქ სოფლის დაწყებით, ოთხკლასიან სკოლაში მასწავლელობს, იქვე მოზრდილთა ხანშიშესულთათვის უსასყიდლოდ ღამის სკოლასაც აარსებს.

1929 წელს პოეტი თბილისში დაბრუნდა. ბერძნული წარმოშობის მშვენიერი ახალგაზრდა ქალი - ევა ჩაკალიდი გაიცნო და შეუყვარდა.

1932 წელს ნიკო სამადაშვილმა ბაქოდან თბილისში ჩამოიყვანა დედა (ოლღა სიმონის ასული კობერიძე) და გვერდიდან აღარც მოუშორებია. 1936 წლის 11 ნოემბერს ნიკო სამადაშვილმა ცოლად შეირთო 15 წლის მარიამ ამანათაშვილი. 1943 წლის 12 იანვარს სოფელ სადგერში ნიკო სამადაშვილი მოულოდნელად, ცოლ-შვილის თვალწინ, დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროებები და უკიდურესი სიდუხჭირე ცხოვრობის ბოლომდე სდევდა სამი შვილის მამას. 1947 წელს ნიკო სამადაშვილი ისევ დააპატიმრეს. ამჯერად უკვე ბუღალტერი გაამტყუნეს და ერთი წელი მიუსაჯეს. 1958 წელს ჰიპერტონიით დაავადებულს დამბლა დაეცა. მარჯვენა მხარე წაერთვა დიდხანს იავადმყოფა.

ნიკო სამადაშვილის მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. მისი ცხოვრების პერიოდში ერთი ლექსიც არ დაბეჭდილა მიუხედავად იმისა, რომ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს და მომდევნო 80-იან წლებში.

1963 წლის პირველ მაისს ნიკო თავისი სიჭაბუკის მეგობარს გიორგი (ჟორა) ოქრუაშვილს ესტუმრა. იქ ყოფნისას შეუძლოდ შეიქმნა, შინ წასასვლელად აჩქარებულმა მასპინძელს თავი არ გააცილებინა, ბელინსკის ქუჩას რომ მიატანა უგრძნობლად დაეცა. ქალაქის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations