Loading



ავტორების სია » უიარაღო


დაიბადა : 21.09.1872 წ
გარდაიცვალა : 09.05.1929 წ

უიარაღო (ნამდვილი სახელი და გვარი - კონდრატე დავითის ძე თათარაშვილი) (21 სექტემბერი, 1872, სოფ.აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი ― 9 მაისი, 1929, თბილისი), ქართველი მწერალი.


1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს.

უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "მეგობარი", "დროება" და სხვა). მოთხრობებში "მე და ბიძაჩემი", "ჩაიზე", უსიამოვნო შეხვედრა", "რეაქცია", "პირუთვნელი დაფასება", "წესდება" (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს.

1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ გეოლოგიის ლათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.

უიარაღოს უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა "მამელუკი" (გამოქვეყნდა 1912, კრებული "გრდემლი", წიგნი II, ფილმი ("მამლუქი"), 1958). მოთხრობა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა ამ "პატარა შედევრის" (ტ.ტაბიძე) ფართო პოპულარობა.

უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი "მაძიებელნი" (დაიწერა 1902, პირველად შემოკლებულად დაისტამბა 1940 ჟერნალ "მნათობში"). 1957-1958 წლებში გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად (შემდგენელი, მონოგრაფიული ნარკვევისა და ბიბლიოგრაფიული შენიშვნებისა ავტორი სოლომონ ცაიშვილი).

ნაწარმოებები :


მოთხრობა :
მამელუკი



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations