Loading



ავტორების სია » თამაზ ბიბილური


დაიბადა : 09.04.1934 წ
გარდაიცვალა : 1992 წ

თამაზ ბიბილური - (1934 წლის 9 აპრილს, გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაჩნაძიანი,  1992). 1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ (ბოლოს - რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - გაზეთ ''ლიტერატურული საქართველოს'' მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

თამაზ ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში ''ცისკარი'', სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა.

1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული: ''ნიღაბი'', რომანები: ''ჟამი კითხულისა'', ''მთვარის შვილი'', ''ჩივილი'', რომანი: ''შვიდი ხმისა და ტოროლასათვის'', ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: „წელიწადის დრონი“ (1989), რომელსაც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. თამაზ ბიბილური გარდაიცვალა 1992 წლის 10 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations