Loading



ავტორების სია » ჰენრი რაიდერ ჰაგარდი


დაიბადა : 22.06.1856 წ
გარდაიცვალა : 14.05.1925 წ

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი (22 ივნისი, 1856 - 14 მაისი, 1925) - ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი. მისი მოთხრობები და სათავგადასავლო რომანები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ადვოკატურის დასრულების შემდეგ, 1885-1881 წლებში ჰაგარდი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა: იყო ნატალის პროვინციის გუბერნატორის, ჰენრი ბულვერის მდივანი. 1978 წელს სამუშაოდ გადავიდა ტრანსვალიის პროვინციაში. შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.
რომანები :

  • კეჩვაიო და მისი თეთრი მეზობლები (1882)
  • განთიადი (1884)
  • ჯადოქრის თავი (1884)
  • სოლომონ მეფის საგანძური (1885)
  • მონადირე ქუოტერმენის ისტორია (1885)
  • დიდი სხვაობა (1886)
  • ის(1887)
  • ჯესი (1887)
  • ალან ქუოტერმენი (1887)
  • სამი ლომის ისტორია (1887)
  • მისტერ მესონის შურისძიება (1888)
  • მაივას შურისძიება (1888)
  • ჩემი ჭაბუკი და კოუპლანდის მარცხი (1888)
  • პოლკოვნიკი ქუარიჩი (1888)
  • კლეოპატრა (1889)
  • ალანის ცოლი (1889)

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations