Loading



ავტორების სია » შოთა ჩანტლაძე


დაიბადა : 13.06.1928 წ
გარდაიცვალა : 29.11.1968 წ

შოთა ჩანტლაძე დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში (დედის სოფელი). პოეტმა ადრეული ბავშვობა (7 წელი) სოფელში, ზემო ბჟოლეთში (ლანჩხუთის რაიონი),  გაატარა. 1934 წელს ჩანტლაძეების ოჯახი ჩოხატაურიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე შევიდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1952 წელს.  1954 წელს პოეტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგაში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. შოთა ჩანტლაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ  ლილოს ბიბლიოთეკაში, პერიოდულად მუშაობდა რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, სისტემატურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის. მეგობრები მართალ აბდულას ეძახდნენ.

გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო.
შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი  "კალაგულა", ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის შედევრები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ.

პირველად შოთა ჩანტლაძის ლექსები მუხრან მაჭავარიანმა დაბეჭდა. არ ჩქარობდა თავისი კრებულის გამომზეურებს.  დღემდე პოეტის ოთხი კრებული  დაისტამბა. მათ შორის-"თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე" (1998 წელი, რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. კრებული მომზადებულია გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალაზე დაყრდნობით).

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations