Loading



ავტორების სია » ჰერბერტ უელსი


დაიბადა : 1866 წ
გარდაიცვალა : 1946 წ

ინგლისელი მწერალი, XX ს-ის მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ერთ-ერთი მამამთავარი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი 1942 წლიდან. მას მსოფლიო აღიარებს მოუტანა მეცნიერულ-ფანტასტიკურმა რომანებმა: "დროის მანქანა" (1895 წ.), "დოქტორ მოროს კუნძული"  (1896 წ.), "უჩინარი კაცი" (1897 წ.), სამყაროთა ბრძოლა (1898 წ.) "პირველი ადამიანები მთვარეზე" (1901 წ.).

 ჰ. უელსი წერდა სოციალურ ყოფით რომანებსაც: "ბედის ბორბალი" (1896 წ.), "სიყვარული და მისტერ დიუიშემი" (1900 წ.), "მისტერ პოლის ამბავი" (1910 წ.) და სხვა. ეკუთვნის ტრაქტატები, სატირული რომანები, ომის საწინააღმდეგო თხზულებები და სხვ.

ნაწარმოებები :


მოთხრობა :
უჩინარი კაცი



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations