Loading



ავტორების სია » გიორგი ლასხიშვილი


დაიბადა : 1866 წ
გარდაიცვალა : 1931 წ

გიორგი ლასხიშვილი იყო ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გ. ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა ''ივერიის'' რედაქციაში, სადაც ''ლალის'' ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობდა ''ნოვოე ობოზრენიეში'', ''მოამბეში'', ''კვალში''. 1900-დან იყო ''ცნობის ფურცელის'' ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წ. პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ ''საქართველოს'' ერთ-ერთი რედაქტორი. 1934 წელს გამოიცა მისი მემუარები.

 

ნაწარმოებები :


მემუარები :
მემუარები



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations