Loading



ავტორების სია » ფილიპე გოგიჩაიშვილი


დაიბადა : 1872 წ
გარდაიცვალა : 1950 წ

ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. 1894 წ. დაამთავრა თბილისის II გიმნაზია, 1899 წ. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1900-დან მუშაობდა ექიმად სოფ. დიდ ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ - ქუთაისში. იყო ”მესამე დასის” წევრი, შემდეგ - მენშევიკ-ავტონომისტი, ”ალიონელი”, 1902-დან ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, 1905-დან თანამშრომლობდა ჟურნალ ”მოგზაურში”, 1906 წ. იყო I სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან, 1907-დან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, 1910 წ. დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. მენშევიკების მმრათველობის წლებში საქართველოს ეროვნული კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო. აღსანიშნავია მისი პიესები: ქოხში - 1905 წ., წამხდარი სისხლი - 1905 წ.”რომანი-ქრონიკა ”სამი დროება” _ 1931 წ. ”კრიტიკული წერილები”ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ.



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations