Loading



ავტორების სია » ჰარიეტ ბიჩერ სტოუ


დაიბადა : 1811 წ
გარდაიცვალა : 1896 წ

ამერიკელი მწერალი ქალი, ამერიკულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო პურიტანი, მოძღვრის ქალიშვილი და ღვთისმეტყველების პროფესორის ცოლი. 13 წლიდან მასწავლებლობდა. 30-იან წლებში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. XIX ს.-ის შუა წლებში შექმნა პლანტატორულ სამხრეთში ზანგების ცხოვრების ამსახველი რომანი ''ბიძია თომას ქოხი'' (1852) რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. იგი აბოლიციონისტური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად და ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად ითვლება. ''ბიძია თომას ქოხის გასაღები'' (1853) მონათმფლობელობის მამხილებელი დოკუმენტური წიგნია. რომანი ''დრედი, საზარელი ჭაობის ამბავი'' (1856) ასევე მონობას ეხება. ბიჩერ სტოუს ეკუთვნის აგრეთვე საყოფაცხოვრებო სოციალური რომანები: ''მღვდლის ნიშნობა'' (1859), ''კუნძულ ორის მარგალიტი'' (1862),''ოლლდტაუნელები'' (1869) ''ჩვენ და ჩვენი მეზობლები'' (1875), ნარკვევებისა და მოთხრობების კრებული ''მეიფლაუერი'' (1843), რემ სოუსონის მიერ ბუხრის პირას ნაამბობი მოთხრობები - 1872წ.

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations