Loading



ავტორების სია » იანუშ კორჩაკი


დაიბადა : 1878 წ
გარდაიცვალა : 1942 წ

ჰენრიხ გოლდშმიტი (ფსევდონიმი იანუშ კორჩაკი) (*1878-±1942) ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო.


დაიბადა ვარშავაში. ბაბუამისი, ზვი ჰირშ გოლდშმიტი, ექიმი იყო ებრაულ საავადმყოფოში და აქტიურად იყო ჩართული სათვისტომოს ცხოვრებაში, ხოლო მამამისი, ჯოზეფი, იურისტი იყო განათლებით და თავის ნამუშევრებს აქვეყნებდა იუდაიზმის შესახებ პოლონურად. კორჩაკმა პოლონური განათლება მიიღო და საერთოდ არ იცოდა არც ივრითი და არც იდიში. მან თავად კი არ განიცადა ასიმილირება, არამედ ის უკვე ასიმილირებულ ოჯახში დაიბადა.
 

კორჩაკმა მედიცინის სწავლა აირჩია, რადგანაც მისი თქმით, უნდოდა რომ ხალხს დახმარებოდა, განსაკუთრებით სუსტთ, სიღარიბისა და მარტოობისგან დატანჯულებს. სტუდენტობის დროს პოლონურ სოცილისტურ პარტიებში აქტიურობას იჩენდა, მაგრამ როდესაც მათ პოლიტიკურ მიზნებს და არსს ჩაწვდა, დატოვა ისინი.

 

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations