Loading



ავტორების სია » პერსი ბისი შელი


დაიბადა : 04.08.1792 წ
გარდაიცვალა : 08.07.1822 წ

1792  წლის 4  აგვისტოს  პერსი  ბისი შელი დაიბადა   სასესკის საგრაფოში, მამამისი ინგლისის არისტოკრატიას ეკუთვნოდა.12 წლის პერსი იტონის სკოლაში მიაბარეს, სადაც არისტოკრატთა შვილები სწავლობდნენ.

1809 წელს შელიმ დაბეჭა და გამოაქვეყნა ლექსები, პოემა ''აგასფერი" და ორი რომანი. 1810 წელს  დაამთავრა კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა. 1810 წელი აქვეყნებს პოლიტიკური ლექსების კრებულს  ''მეფის მკვლელის ჩანაწერები", 1811 წელი იგი ქმნის პოემას ''დედა და შვილი სინამდვილის ზღაპარი."1813 წელი ''დედოფალი მაბი", 1814-1816 წლებში იგი იძულებული გახდა ხელი აეღო აქტიურ პოლიტიკურ გამოსვლებზე.

1914-1918 წ. პოემა ''დედოფალი მაბ" თექვსმეტჯერ გამოიცა მილიონამდე ტირაჟით,  1815 წელს გამოიცა ''ალასტორი, ანუ მარტოობის სული'', 1816-1819 წ. პოემა ,,დედოფალი მაბი" ითარგმნა გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

1816 წელი შექმნა პოემა ''ალასტორი, ანუ მარტოობის სული."  1819 წელს - ''ოდა თავისუფლებისათვის მებრძოლთ ანარქიის მასკარადი, 1819 წელს - ''განთავისუფლებული პრომეთე", 1819 წელს ''ანარქიის ნიღაბი", 1820 წელს შექმნა რევოლუციურ-რომანტიკულად რომანი ''ჩენჩი", 1821 წელს - ''ეპიპსიხიდიონი", 1821 წელს -''ტირანი-მსხვილფეხა."

1822 წლის 8 ივლისს შელი 30 წლის დაიღუპა ზღვაზე მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლის დროს.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations