Loading



ავტორების სია » ფრიდრიხ შილერი


დაიბადა : 10.11.1759 წ
გარდაიცვალა : 09.05.1805 წ

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller) (10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი; † 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) - გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი.

დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ დოროთეა კოდვაისის ოჯახში. იყო ერთადერთი ვაჟი ხუთ დასთან ერთად. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში. დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე. ამ პერიოდში გაეცნო მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისური და ფრანგული განმანათლებელთა იდეებს, დაინტერესდა ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის დრამატურგიამ.

შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის" თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783).  .უკანასკნელი წლების განმავლობაში მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი პიესები:''ვალენშტაინი'' (ტრილოგია,1799), ‘'მარია სტუარტი''(1800), ‘'ორლეანელი ქალწული''(1801), ‘'მესინელი შაოლე''(1803), ''ვილჰელმ ტელი''(1804).

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations