Loading



ავტორების სია » გივი ჭიჭინაძე


დაიბადა : 12.08.1934 წ
გარდაიცვალა : 13.11.1999 წ

გივი ჭიჭინაძე დაიბადა   1934  წლის  12   აგვისტოს  ქალაქ  თბილისში. სოფელ  ქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი  გადმოიყვანეს თბილისში,   რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული.              

არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებმა გულით შეიყვარეს მისი პოემებისა და ლექსების კრებული: ''წია-წია პაწია", ''წყაროსთვალი", ''დათუნია-დრუნჩა", ''ია, მზე და იამზე", ''თაგვმა კატა დაიჭირა", ''ვინ ადხატავს ცხრათვალა მზეს",  ''ყველაზე, ლამაზი",  ''რა ახარებთ პინგვინებს", ''ოქროყანა-მზისყანა".

გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: ''გამოღვიძება" და ''ნოემბრის ქარი".

მისი პიესები ''უცნაური ბიჭი", ''საბედისწერო ოპერაცია",  ''უკანასკნელად კივის მატარებელი", ''იისფერა", ''არა შეჯდა მწყერი ხესა", ''ჯადოსნური ბურთი"  წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო - მაიაკოვსკის ''აბანო",  ბობჩინსკი - ნ. გოგოლის, ''რევიზორი" ჯეკობს უმცროსი, ი. ილფისა და პეტროვის ''მშვიდობის კუნძული".

რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა - გ. ნახუცრიშვილის ''ფიროსმანი", ივლიანე- გ.ხუხაშვილის ''ზღვის შვილები", ნიკოლ - ჟ. მოლიერის ''გააზნაურებული მდაბიო", ვანგი-  ბ. ბრეხტის ''სეჩუანელი კეთილი ადამიანი", გენერალი ბერდოსანი - შ. დადიანის ''გუშინდელნი",  რწმუნებული - პ. კაკაბაძის  ''ყვარყვარე",  ქიმიის მასწავლებელი - ნ. დუმბაძის ''  მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ,  ლეონტი - ა. ჩხაიძის ''სამიდან ექვსამდე", გ. ნახუცრიშვილის ''სალამურა"  - კინა-ლოკო. გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations