Loading



ავტორების სია » თამაზ ჭილაძე



საუკუნე

დაიბადა 1931 წ. 5 მარტს, ქ. სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა. (ვაჟთა მე- 7 სკოლა),  შემდეგ სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი - ასპირანტურაში.
პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. 

თამაზ ჭილაძე მუშაობდა  "ცისკარში" განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში - პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" - მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში--- მდივნად(1981-1987) ; ჟურნალ "მნათობის"მთავარ რედაქტორად (1997-დღემდე).

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რადენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი".

1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა.

მწერალთა კავშირშის წევრია 1957 წლიდან.

მისი  ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე,მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად,სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.
წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, "მერანმა" გამოსცა 2006 წელს "დრო".

გამოცემულია მისი  ''ლექსები" (1956), "ღია სარკმელი" და "სილის საათი" (1961), "შუადღე" (1965) "მახსოვრობა"(1978), "მზე დეკემბერში"(1998).

პროზა : ''გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე", "აჰა , მიიწურა ზამთარი", "წერო", "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?", "პოსეიდონის სასახლე", "აუზი", "კაქტუსის ბაღი", ბრეიგელის მთვარე''.

პიესები:   "სურათები საოჯახო ალბომიდან", ‘'თავფარავნელის ბალადა", "ბუდე მეცხრე სართულზე", "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის'', "არაბეთის სურნელოვანი ბალახები", "ნადირობის სეზონი'", "მშვიდობით ლომერა", ‘'ნახვის დღე'', ‘'ჭალას ჩიტი მომკვდარიყო".

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations