Loading



ავტორების სია » ვახტანგ ჭელიძე


დაიბადა : 10.04.1917 წ
გარდაიცვალა : 11.06.2005 წ

 ვახტანგ ჭელიძე - ქართველი მწერალი და მთარგმნელი, დაიბადა 1917 წლის 10 აპრილს სოფ. ბახვში, ოზურგეთის რაიონი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის განყოფილება (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 1948 წლიდან 1952 წლამდე მუშაობდა საბლიტგანის მთავარ რედაქტორად. 1955-57 წლებში იყო ჟურნალ ,,ნიანგის'' მთავარი რედაქტორი.
1963 წელს, პირველად მრავალი წლის შემდეგ, გამოიცა ჟურალი ,,ცისკარი'', რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (1963-67) ვახტანგ ჭელიძე გახლდათ. 1967-73 წლებში იყო გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს'' დირექტორი. 1973 წელს ვახტანგ ჭელიძე სათავეში ჩაუდგა გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოს'', რომლის უცვლელი რედაქტორი იყო 1985 წლამდე. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი ,,ხომლი''. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა ,,ნაკადულს''.
ვახტანგ ჭელიძე იყო კულტურის სამინისტროს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი, კინოსტუდია ,,ქართული ფილმის'' მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი.
მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია ,,საბა''-2003 წ. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.  1978 წელს კი ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. 1967 გახდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
გარდაიცვალა 2005 წლის 11 ივნისს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში

ნაწარმოებები :


ბიოგრაფიული :
ივანე მაჩაბელი

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations