Loading



ავტორების სია » დანიელ ჭონქაძე


დაიბადა : 1830 წ
გარდაიცვალა : 16.07.1860 წ

ჭონქაძე დანიელ გიორგის ძე (1830, სოფ. ყვავილი, ახლანდ. დუშეთის რ-ნი - 16. 07.1860, თბილისი), ქართველი მწერალი.

დანიელ ჭონქაძე 1839 - 1845 წლებში სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში. 1851 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. დ. ჭონქაძე ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ერთადერთი ნაწარმოებია მოთხრობა "სურამის ციხე" ("ცისკარი". 1859 - 1860 წწ.). იგი პირველი მწერალია, რომელმაც თვალნათლივ დაანახა ყველას ბატონყმური უღლის სიმძიმე და ბრძოლისაკენ მოუწოდა ჩაგრულ გლეხობას. "სურამის ციხეში" აისახა საქართველოში სავაჭრო ბურჟუაზიის წარმოშობის პროცესიც. მოთხრობის ენა სადა, ხალხის სასაუბრო ენაა.

დ. ჭონქაძეს დაწყებული ჰქონდა მოთხრობა "ვისი ბრალია"?, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ტუბერკულოზით გარდაცვლილი მწერლის ხელნაწერები მის ახლობლებს დაუწვავთ.

ნაწარმოებები :


მოთხრობა :
სურამის ციხე

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations