Loading



ავტორების სია » ვახტანგ ჯავახაძე



საუკუნე

ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1940 წელს მშობლებმა ქუთაისის მეორე საშუალო სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს. 1944 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ვაჟთა პირველ სკოლაში.   

ვახტანგ ჯავახაძემ ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო.  მაშინ თბილისში გამოდიოდა გაზეთი ''ნორჩი ლენინელი'', რომელშიც დაიბეჭდა მისი ლექსი.

ვ. ჯავახაძემ ჩააბარა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.    რომლის  დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა ''სახელგამში'' მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად.

ვახტანგ ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე ''გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა'' პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე დაწერეს სიმღერები კომპოზიტირებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა.

ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი, ესენია: ''ხერხემლის ფლეიტა'', ''შარვლიანი ღრუბელი'', ''მიყვარს'', ''მთელი ხმით''. გამოქვეყნებული  აქვს  წიგნები: ''საყვარელი ქარები'' (1959წ), ''ნაწვიმარი ქუჩები'' (1962წ), ''ათასი მზე'' (1968წ), ''მეშვიდე'' (1974წ),''წეროების სამკუთხედი'' (1978წ) ''შედარება'' (1980წ),''და ასე შემდეგ'' (1983წ), ''მომიკითხე ზღვა'' (1988წ), ''ვახტანგური'' (1995წ), ''2002 სტრიქონი'' (2002წ), ''უცნობი'' (1988წ),''უცნობი'' (2002 წ), ''მე შენ გეტყვი'' (1989წ).

ნაწარმოებები :


ნარკვევები :
უცნობი

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations