Loading



ავტორების სია » იოსებ გრიშაშვილი


დაიბადა : 12.04.1889 წ
გარდაიცვალა : 03.08.1965 წ

იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი)(დ. 12 აპრილი/24 აპრილი, 1889, თბილისი - გ. 3 აგვისტო, 1965, იქვე), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).
დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში ("ვარდის კონა", 1906; "ფანტაზია", 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა ("ტუსაღის სიმღერა", 1906; "ბრძოლა", 1907; "დაჰბერე ქარო!", 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (1909, 1914, ტ.1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა ("მაჯამა", 1907; "ლერწამი ხარ!...", 1911; "რა კარგი ხარ, რა კარგი!", "ხელთათმანის ღილი", 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.
მეორე პერიოდში (1920-1965), როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავრი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო მოტივმაც (ციკლი "მხოლოდ სიყვარული", 1922-1960). ლექსებით "გამოთხოვება ძველ თბილისთან" (1925), "ლამპების საუბარი" (1927), "საუბარი ასოთამწყობთან" (1929) და სხვა.
გრიშაშვილი საბოლოოდ დაუახლოვდა საბჭოთა სინამდვილეს და თავის პოეზიაში თავისუფალი შრომის პათოსი და ახალი დროის რომანტიკა დაამკვიდრა ("ერთი დღე სოფელში", 1934; "ნარინჯიანო", 1937; "სამშობლოსადმი", 1938; "ჯილდო", 1944; "სამგორი", 1951 და სხვა). სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", 1918; "აშპაშხანისკენ", 1920; "გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში", 1939; "ჩემი თბილისი", 1955 და ა.შ. საბჭოთა პატრიოტიზმი ვლინდება დიდი სამამულო ომის დროინდელი ლექსებში: "ორი სიტყვა", 1941; "მეისტორიევ, წიგნი დახურე", 1941; "ბალადა ხელმანდილზე", 1942 და სხვა. 1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის (1949).
გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ.ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations