Loading



ავტორების სია » კიტა აბაშიძე


დაიბადა : 16.01.1870 წ
გარდაიცვალა : 17.12.1917 წ

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე (დაბ. 16 იანვარი, 28 იანვარი, 1870, სოფ.ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი - გარდ. 17 დეკემბერი, 30 დეკემბერი, 1917, თბილისი), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1889) პარიზში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში. 1890-1895 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1895 წლიდან მუშაობდა თბილისის "საკონტროლო პალატაში", შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1901-დან იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს "საურთიერთო ნდობის ბანკის" თავმჯდომარე, შემდეგ - შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბოლოს - თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრი და ამიერკავკასიის განათლების კომისარი.
აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე 1893 წლიდან გამოდის და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვ.
აბაშიძის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაზღვრული როლი ითამაშა "თერგდალეულების" ეროვნულ-განმათავისუფლებელმა იდეებმა. აბაშიძის თვალსაზრისზე ხელოვნებისა და ლიტერატურის ზოგადთეორიული პრობლემებისა და ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის შესახებ გავლენა მოახდინა ფ. ბრიუნეტიერის ევოლუციურმა მეთოდმა, რომლის მიმდევრადაც იგი თვლიდა თავს.
კ. აბაშიძის ლიტერატურული-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართულ კრიტიკის აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ (საერთო სათაურით "ცხოვრება და ხელოვნება") და ყოველწლიურმა კრიტიკულმა მიმოხილვებმა, რომელიც მან დაამკვიდრა ჩვენში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატუტის განვითარებაზე.
აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ" საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations