Loading



ავტორების სია » გიორგი ქუჩიშვილი


დაიბადა : 30.10.1886 წ
გარდაიცვალა : 20.01.1947 წ

გიორგი ანდუყაფარის ძე ჩხეიძე (ქუჩიშვილი) დაიბადა 1886 წლის 30 (17) ოქტომბერს თელავის მაზრის, ვარდისუბნის თემის, სოფელ მერეში. ბავშვობის პირველი წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. 1894 წელს შორეულმა ნათესავმა მაშო ლოპატომ, ვითომდა სასწავლებელში მოწყობის მიზნით, იგი თბილისში წამოიყვანა. მაგრამ "კეთილისმყოფელმა ნათესავმა" ობოლი ბიჭი ხელზე მოსამსახურედ გაიხადა. საზაფხულოდ ჩასულმა გიორგიმ დედას დაწვრილებით მოუთხრო, თუ როგორ ასრულებდა მაშო ლოპატო თავის დაპირებას. გულის  სიღრმემდე თავმოყვარეობაშელახულმა სალომემ ნათესავის "მზრუნველობაზე" უარი თქვა. ობლებისათვის კარგი სწავლა-განათლება რომ მიეცა, იგი მალე მთელი ოჯახით თბილისში გადმოსახლდა. გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის დროზე შეუტანლობის გამო, იგი სასწავლებლიდან გამორიცხეს. სწორედ ამ დღიდან იწყება მისი ბაყალთან და მენახშირესთან მოჯამაგირეობა. იგი ეწყობა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს. აქ 1898 წელს დაარსებულ მოსწავლეთა  არალეგალურ-მარქსისტული წრის წევრი ხდება. მალე ქუჩიშვილი მუკუზანში მიდის და საუფლისწულო მამულში იწყებს მუშაობას. იგი ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალე სამუშაოს კარგავს და კვლავ თბილისს ბრუნდება.

1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი ''ჩვენი  დროშა''. მარალია, ამ  ჟურნალის  ტირაჟი ორმოც  ცალს  არ  აღემატებოდა, მაგრამ კითხვით მას  დიდძალი ახალგაზრდობა კითხულობდა. სწორედ ამ ჟურნალში გ. ქუჩიშვილი ბეჭდავს თვითმპყრობელობის საწაინააღმდეგო პირველ ლექსს. ამ  დროიდან გამოდის გ. ქუჩიშვილი  ფართო შემოქმედებით  გზაზე. 1914 წელს  ზედიზედ იბეჭდება მისი  ორი  წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ  უფრო  აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს  გ. ქუჩიშვილი კვლავ  დააპატიმრეს და  ქუთაისის  საგუბერნიო ციხეში  მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გათავისუფლებას.

1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო  თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი  ავადმყოფობის  გამო არ  დასწრებია საღამოს, ლოგინად  ჩავარდნილი  რადიოთი  ისმენდა გულთბილ  სიტყვებს და  მილოცვებს. ეს  იუბილე  იყო გ. ქუჩიშვილის ცხოვრების ლამაზი ბოლო სიტყვა. იგი  გარდაიცვალა 1947 წლის 20 იანვარს. დასაფლავებულია ქართველ მწრალთა და  მოღვაწეთა დიდუბის  პანთეონში.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations