Loading



ავტორების სია » გერონტი ქიქოძე


დაიბადა : 04.09.1885 წ
გარდაიცვალა : 01.08.1960 წ

გერონტი ქიქოძე დაიბადა 1885 წლის 4 სექტემბერს მახარაძის, ახლანდელი ოზურგეთის, რაიონში სოფელ ბახვში. ის იყო მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურადმცოდნე.

გერონტი ქიქოძე სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა გააგრძელა ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912 წელს.   პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ ''მოგზაურში''. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.

გერონტი ქიქოძე გამოირჩეოდა დიდი გემოვნებით, უზადო ქართულით დაწერილი სტატიებითა და ესეებით. ის იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ქართული და უცხოური მწერლობის ფილოსოფიის, ესთეტიკისა და ეთიკის საკითხების საოცარი მცოდნე. 

ოციან წლებში გერონტი ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.

1927-1928 წელსიყო ლიტერატურული დაჯგუფების ''არიფიონის'' ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის ''არიფიონის'' თანაავტორიც იყო.

ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი ''ტრისტანი და იზოლდა'', ''წითელი და შავი''. ''იტალიური ქრონიკები'', ''შაგრენის ტყავი'', პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

გერონტი ქიქოძე ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.

გერონტი  ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.

 

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations