Loading



ავტორების სია » ლევან სანიკიძე


დაიბადა : 1925 წ
გარდაიცვალა : 29.01.2001 წ

ლევან სანიკიძე დაიბადა 1925 წელს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის  სოფელ ბუგეულში. მამა, დავით სანიკიძე, კოლმეურნეობის ბუღალტერი, წარმოშობით გურიიდან იყო. დედა, ნინო გელოვანი, აზნაურული ჩამომავლობისა იყო.

ლევან სანიკიძემ დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო ს. ყაუხჩიშვილის ასპირანტი. ომის პერიოდში სამი წელი ჯარში იმსახურა. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.  1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.

1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მოიწვიეს.

1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ''გაიუს გრაკხუსი", რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები ''მედეა", ''სპარტაკი", ''ქუთათურები", რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.

1976-81 წლებში გამოქვეყნდა ლ. სანიკიძის საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მხატვრულ-დოკუმნტური თხზულება ''უქარქაშო ხმლები", რომელმაც რამდენიმე გამოცემას გაუძლო. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: ''ანტიკური ქვეყნების ისტორია", ''ამბავი კოლხი ასულისა", ''რომის იმპერია", ''მარიუსი და სულა", ''კვერთხი ეშმაკთა", ''კეისარიადა", ''სამას-სამასი", ''ალექსანდრე მაკედონელი", ''გიორგი სააკაძე", ''დედა ისტორია", ''დავით აღმაშენებელი", ''თამარიანი", ''სავედრებელი გიორგი ათონელისა", ''მესამე დასის საქართველო", ''წიგნი მოწამეთა", ''პონტოელნი", ''მკვლელობა ხობის წყლის პირას", ''პუნიკური ომები".

ლევან სანიკიძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე: პიესები და წერილები.

ლევან სანიკიძე გარდაიცვალა 2001 წლის 29 იანვარს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე, ეკლესიის შესასვლელთან.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations