Loading



ავტორების სია » სერგი მაკალათია


დაიბადა : 02.12.1893 წ
გარდაიცვალა : 02.12.1974 წ

1893 წლის 2 დეკემბერი. ხუთი წლის იყო სერგი, როდესაც მამა გარდაეცვალა.
ცხრა წლისა დედამ სენაკის სასულიერო სასწვლებელში შეიყვანა, მერე -ბანძაში.

1910 წელს სერგი მაკალათიამ სენაკის სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, სადაც, როგორც ობოლი, პანსიონში მიიღეს.

1916 წ. სერგი მაკალათიამ თბილისი სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1917 წელს კვლავ თბილისში დაბრუნდა და ერობის კავშირში საქმის მწარმოებლად მოეწყო.. 1921 წ. მენშევიკური მთავრობის დამხობის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ სასამართლოს რეოგრანიზაცია დაიწყო, სამსახურიდან წამოვიდა. შემთხვევით მას ქუჩაში სკოლის ამხანაგი სოლომონ იორდანიშვილი შეხვედრია, რომელიც მდივნად მუშაობდა საქართველოს მუზეუმში, პარალელურად კი უნივერსიტეტში სწავლობდა. 1922 წელს სერგი მაკალათიამ წარჩინებით ჩააბარა ყველა საგანი
ს. მაკალათია იძულებული გახდა საკანდიდატო (1939) და სადოქტორო (1948) დისერტაციები-„ხევსურეთი" და „ქართველური ტომების ეთნოგრაფია" მოსკოვსა და ლენინგრადში დაეცვა.
ს. მაკალათიას პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1923 წელს აბაშის რაიონში ჩატარდა, 1923-1939 წლებში აბაშის გარდა მოიარა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, გალისა და ოჩამჩირის რაიონები, მოინახულა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისტორიული ძეგლი. შეკრებილი დიდძალი მასალა გადაამუშავა და 1941 წელს გამოსცა წიგნად „სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია", სამეგრელოში ხანგრძლივი ექსპედიციების შუალედში, 1928-1929 წწ. ს. მაკალათიამ მთიულეთში იმოგზაურა. 1930 წ. გამოსცა მონოგრაფია-„მთიულეთი"
თითქმის პარალელურად  (1926-1928 წწ.),  ს. მაკალათიამ მთის რაჭაში იმოგზაურა, სადაც საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, უამრავი ხალხური თქმულება და ლექსი ჩაიწერა. მალე, 1930 წ. გამოვიდა მისი ერთ-ერთი პირველი მონოგრაფია „მთის რაჭა". 1934 წელს კი-„ფშავი", სადაც ობიექტურად წარმოაჩინა ფშაველთა ზოგადი ბუნება-ხასიათის მაღალი თვისებები, თავისუფლების მოყვარეობა, სიმამაცე და პოეტური ბუნება. 1934 წ. გამოვიდა მონოგრაფია „ხევი".
ს. მაკალათია ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველი პროფესოიონალი არქეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული რეკას, დვანის, ტყვიავის გათხრები და გვიანანტიკური სამარხების კვლევა. მან არაერთი საინტერესო სტატია დაგვიტოვა, როგორებიცაა: „არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში, სოფელ საკობიანოში, დაბლა-გომში და აღაიანში", „არქეოლოგიური აღმოჩენები მეჯუდის ხეობაში", „1920-1924 წლებში საქართველოში აღმოჩენილი ზოგიერთი ნეკროპოლის დათარიღებისათვის", „გორის ნეკროპოლის დათარიღება", „ყორღანული ტიპის ბალთა დვანიდან და სხვ.
1934 წ. 20 ნოემბერს თბილისში საზეიმო ვითარებაში დაარსდა საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადოება, რომლის სწავლულ მდივნადაც აირჩიეს.

ს. მაკალათია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთში განისვენებს.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations