Loading



ავტორების სია » შალვა კარმელი (გოგიაშვილი)


დაიბადა : 1899 წ
გარდაიცვალა : 19.01.1923 წ

შალვა კარმელი (გოგიაშვილი) დაიბადა 1899   წელს ქ. ქუთაისში. მამა-პავლე გოგიაშვილი, ავეჯის ოსტატი, ზემო სიმონეთიდან ჩასახლებულა ქუთაისში. დედა-მატრონე კუტალაძე ,დიასახლისი იყო.    შალვა  ქუთაისის გიმნაზიაში შესულა სასწავლებლად. მისი გიმნაზიელი მეგობარი  იოსებ ბარათაშვილი იგონებს: '',,ლექსების წერა ადრე დაიწყო. 1916 წლიდან  მე იგი ხშირად მიკითხავდა და მაძლევდა, ზოგჯერ უბის წიგნაკშიც ჩამიწერდა ხოლმე თავის ლექსებს".  

შალვა  კარმელის გიმნაზიაში  სწავლის  დროს  შექმნილი ნაწარმოებები  სასწაულებრივად  გადაურჩა  ხანძარს.  შალვა გოგიაშვილმა ფსევდონიმად "კარმელი" აირჩია. კარმელი ბიბლიური მთაგრეხილია პალესტინაში და ქალაქი ხაიფა კარმელის მთის ძირში მდებარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე 1156 წელს დააარსეს მონასტერი  და დასაბამი მისცეს "კარმელისტების"  ორდენს. კარმელისტები ფეხშიშველნი დადიოდნენ, ქრისტესავით უქონელნი იყვნენ და მხოლოდ ღმერთს ემსახურებოდნენ.    

1918-19 წლებში თბილისში ცხოვრობდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ცხოვრობდა ამჟამინდელ გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციან ტაბიძის მახლობლად.

1921 წელს შალვა კარმელი აირჩიეს  სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და ამავე წელს იგი ოფიციალურად შედის "ცისფერყანწელთა" ორდენში, როგორც  ნამდვილი წევრი. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის. თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი" "რუბიკონი და ა.შ.     

1921 გამოვიდა შალვა კარმელის პირველი წიგნი "ბაბილონი", გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი". ეს ორი გამოსაცემად გამზადებული წიგნი შალვა კარმელის გარდაცვალების შედეგად გამოუცემელი დარჩა და ინახებოდა რაჟდენ გვეტაძესთან. სამწუხაროდ, რ. გვეტაძის გარდაცვალების შემდეგ წიგნები უგზო-უკვლოდ დაიკარგა.    

შალვა კარმელის ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო 1959 წელს, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის "ფხიზელმა" მუშაკებმა წიგნის ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი.    

1970 წელს პოეტ შალვა კარმელის უმცროსი ძმის - მწერალ კუკური გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების მცირე კრებული "ლექსები", ბატონ კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით.   

1982 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის დახმარებით ხელმეორედ გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების წიგნი "ბაბილონი".  წიგნის შესავალი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გურამ ბენაშვილს.    

შალვა კარმელს მკურნალობის კურსი ჩაუტარებია აბასთუმანში, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში არსებული სამედიცინო ცნობა, გაცემული აბასთუმნის საკურორტო მმართველობის მიერ 1922 წლის 10 სექტემბერს.      

1922 წლის 13 სექტემბერს  შალვა  აბასთუმნიდან  ჩამოდის ქუთაისში და შემდეგ თბილისში, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევს, გააგრძელოს აქტიური  ლიტერატურული მოღვაწეობა.

1923 წლის  19 იანვარს ენა ჩაუვარდა და 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე, გარდაიცვალა, სიკვდილის წინ შეძლო რამდენიმე სიტყვის თქმა: უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მის დასაფლავებას დასწრებოდნენ მეგობრები ახალი მწერლობის კავშირიდან.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations