Loading



ავტორების სია » სევერიან ისიანი


დაიბადა : 16.05.1913 წ
გარდაიცვალა : 1943 წ

სევერიან ისიანი დაიბადა 1913 წლის 3 მაისს, ძველი სტილით, (ახლით 16 მაისს) ცაგერის რაიონის სოფელ ზოგიშში. "პირველ ლექსშიც" წერია , რომ მას შინაურ სახელად "გუგული" ერქვა. იგი მოუნათლავს მღვდელ პეტრე ბურჯალიანს. მამამისი, იოსები, ღარიბი გლეხი იყო. სევერიანი სწავლობდა ჯერ ზოგიშის და შემდეგ ალპანის დაწყებით სკოლაში.  1926 წლიდან 1929 წლამდე სევერიანი ლაილაშის შვიდწლედში სწავლობდა. იგი სკოლაში უშვებდა კედლის გაზეთს და მასში ათავსებდა საკუთარ ლექსებსაც "ს.ზოგიშელის"ფსევდონიმით.

1929 წელს შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ტექნიკუმში.  1932-1934 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად (თავმჯდომარე იყო დია ჩიანელი), გაზეთ "მუშა და კოლმეურნის" კულტურულ-საყოფაცხოვრებო სექტორის გამგედ და მაუდის ფაბრიკის ნაბეჭდი გაზეთის "წითელი ფეიქრის" რედაქტორად. ამ პერიოდში იგი ხშირად სტამბავდა წერილებს, რეცენზიებსა და ნარკვევებს.

პედაგოგიური ტექნიკურის დამთავრებიდან ერთი წლის შუალედის შემდეგ (1933 წ.) სევერიანმა  სწავლა განაგრძო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იგი ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მეორე გამოშვებაში შედიოდა.  სტუდენტობის დროს (1935-1937წლებში) ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას 24-ე საშუალო სკოლაში, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი - ქვიტირის საშუალო სკოლაში. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა სექციას. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1938 წელს (ოქტომბერში) ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, ამავე წლის დასასრულს ერთი თვით მიავლინეს მოსკოვში ახალგაზრდა მწერალთა საკავშირო შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად.


1939 წლის შემოდგომაზე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში და მას შემდეგ ქუთაისში აღარ დაბრუნებულა. შემოქმედებითი მუშაობა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. ს. ისიანის ნარკვევი "საუბარი ფრონტელ მეგობართან" და ოცი კერძო ბარათი დ.  კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მისი ლექსები  ს. სერებრიაკოვმა თარგმნა რუსულად.
   
                               

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations