Loading



ავტორების სია » ეკატერინე გაბაშვილი


დაიბადა : 16.06.1851 წ
გარდაიცვალა : 07.08.1938 წ

გაბაშვილი (ქალიშვილობაში თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული (16.04.1851, გორი - 7.08.1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის რ-ნი. დაკრძალულია თბილისში. ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868 წ.).

ეკ. გაბაშვილის პირველი ნაწარმოებია "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ", რომელიც გამოქვეყნდა "დროებაში" (№ 1, 1870). იგი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები - პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. მისი შემოქმედების მთავარი თემა გახდა ქართველი გლეხის ცხოვრება კაპიტალიზმის განვითარების პირობებში. ეკ. გაბაშვილი მკაცრად აკრიტიკებს თავგასულ მემამულეებსა და მოურავებს ("მაგდანას ლურჯა", 1890; "მეურმის ფიქრები", 1891; "სოფლის მევახშენი", 1925 და სხვ.). იგი გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებას მიიჩნევს, მიმართავს ხალხოსნებსაც, რომელთაც ბრძოლის უნარი შესწევთ, რათა გლეხთა უკიდურესი სიღატაკე და გაჭირვება როგორმე დასძლიონ ("გამარჯვებული ნიკო", 1896).

ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations