Loading



ავტორების სია » დიმიტრი ყიფიანი


დაიბადა : 14.04.1814 წ
გარდაიცვალა : 24.10.1887 წ

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი(14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა - 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი

დიმიტრი ყიფიანი, ერის წინაშე გაწეული უდუდესი ღვაწლის გამო, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.

დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. იგი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

დიმიტრი ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები სჭარბობს. იგი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. დიმიტრი ყიფიანი მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნისა.
ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. მისი  ნააზრევი და პრაქტიკული საქმიანობა ჩაგრული ერის ყველა ძირითადი სოციალური ფენის ინტერესებს ეხმაურებოდა. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო დემოკრატიულ ფენებში.

ლიტერატურილი მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - "ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი "დროება", 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).

დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვისას ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა ა. წერეთელმა "განთიადი". დაკრძალულია მთაწმინდაზე.



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations