Loading



ავტორების სია » ოთარ ჩხეიძე


დაიბადა : 28.11.1920 წ
გარდაიცვალა : 2007 წ

ოთარ რევაზის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1920, სოფ. ყელქცეული, გორის რაიონი - გ. 2007, თბილისი), ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949).
1938 წელს თბილისში დაამტავრა საშუალო სკოლა. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან - ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949-1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971-1980 წლებში - უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950-1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და „მნათობის", „ცისკრის" და „ლიტერატურული საქართველოს" სარედაქციო კოლეგიის წევრი 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ „ჩვენ თაობაში". მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი „ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანის ციკლი „მატიანე ქართლისა", დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული „ხელეური" - 1947, წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით - „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან" (1959, 1963).
ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების - გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებიული სამი თაობის ადამიანების - ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი ეპოპეა „ტინისხიდი", წგნ. I-III, 1950-1955; „ბურუსი", 1955; „ჯებირი", 1956; „მეჩეჩი", 1958; „კვერნაქი", 1965; „აღმართ-დაღმართი", 1967; „ლანდები", 1968; „ბორიაყი", 1974 (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", 1985); „ცხრაწყარო", 1980; „მთაგრეხილი", 1984 და სხვა]. ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „ვისია ვისი" (დაიდგა 1964), „ძველი რომანსები" (დაიდგა 1966), „თედორე" (დაიდგა 1967), „ქეთევან" (დაიდგა 1970); მონოგრაფიები „ვასილ ბარნოვი". „რომანი და ისტორია" (1965, 1976), „იტალიური დღიურები ბაირონისა" (1976) და სხვა. რომანების ციკლი - „არტისტული გადატრიალება", „თეთრი დათვი", „ბერმუდის სამკუთხედი", „2001 წელი", „მორჩილი" და ჯერჯერობით ბოლო - 22-ე რომანი „ლაზერშოუ" (2005) გამოხატავს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის შემდგომდროინდელ მოვლენებს. ყოველი მათგანი მოვლენათა ცხელ კვალზე იწერებოდა და ქვეყნდებოდა და მართლაც მხატვრული მატიანე იქნება შთამომავლობისათვის, მატიანე პირუთვნელი თანამედროვისა. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენით. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა" (2005)და „ილია ჭავჭავაძის" პრემია(2006).

 

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations