Loading



ავტორების სია » ნუგზარ შატაიძე



საუკუნე

                                      
ნუგზარ შატაიძე (9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა - ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა - ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსია. დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.
მისი პირველი მოთხრობა ''თეთრი ყვავილები" დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ ''ცისკარში".

1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული ''მოთხრობები".

არის ტელესერიალ ''ცხელი ძაღლის" სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations