Loading



ავტორების სია » ვახტანგ ორბელიანი


დაიბადა : 05.04.1812 წ
გარდაიცვალა : 29.11.1890 წ

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე, (5(17). IV. 1812 - 29. IX.(11. XI.). 1890), დაკრძალულია სიონის ტაძარში. ქართველი პოეტი.ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი. 

ვახტანგ ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო 1932 წლის შეთქმულების მონაწილე, რის გამოც კალუგაში გადაასახლეს. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსია. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ვახტანგ ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა ("გამოსალმება", 1834). ვ. ორბელიანი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 80-იანი წლებიდან. მისი პოეზიის ძირითადი თემა საქართველოს წარსულია. დიდ ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე ("ჯვარი ვაზისა", 1880), რამაც, მისი აზრით, საქართველო იხსნა; უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია ("იმედი", 1888); სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვ. ორბელიანის ლექსებში "კახეთს", 1880; "სამშობლო ქვეყნის პასუხი", 1883 და სხვ. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა. მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს "პოეტი" (1884), აშუღურ-ყარაჩოხულ პოეზიას - "მუხამბაზის კილოს".

ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული - 1894 წელს.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations