Loading



ავტორების სია » ეგნატე ნინოშვილი


დაიბადა : 17.02.1859 წ
გარდაიცვალა : 12.05.1894 წ

ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა) ეგნატე თომას ძე, 17. II. 1859. სოფ. ყელა, ახლანდ. ლანჩხუთის რ-ნი - 12. V. 1894. სოფ. ჩიქვეთი). ქართველი მწერალი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872). 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის.

1879 - 1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ.

ეგნატე ნინოშვილი 1886 წ. გაემგზავრა საფრანგეთში. დაბრუნდა 1887 წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი") და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892).

თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. მოთხრობებში: "გოგია უიშვილი", "განკარგულება", "პალიასტომის ტბა", "ჩვენი ქვეყნის რაინდი" - ნინოშვილმა მშრომელი გლეხობის უსასოო ყოფას, უკიდურესს სიდუხჭირეს, მოხელეთა ძალმომრეობისა და თავგასულობა გამოხატა. გურულ გლეხთა აჯანყების ამბები დაგვიხატა ნაწარმოებში "ჯანყი გურიაში". ნინოშვილის თხზულებები მრავალგზის არის გამოცემული. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული. 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ.

მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული გარდაიცვალა.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations