Loading



ავტორების სია » ანა კალანდაძე


დაიბადა : 15.12.1924 წ
გარდაიცვალა : 11.03.2008 წ

ქართველი პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. 1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. პირველი კრებული "ლექსები" 1953 გამოსცა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხდადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში, კერძოდ მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემაც ("კარში გამო ჭიაჭია მარია",1946); ასეთია ბუნების განცდა ("თუთა", 1945; "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", 1946; "ბეთანიის გზაზე", 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას ("შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", "ასეთი დარი თუ იყო მაშინ", ორივე 1945; "ღრუბლები",1953). კალანდაძის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა - სიკეთის, ქედუხრელობის, სიდიადის, შეწყალების ორგანულ განცდას "საქართველოო ლამაზო," მრავალლჟამიერ",  1952, "ფეხი დამადგით", მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს", ორივე 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა  და ამაღლების დაცვას ("ნუ მიმცემ ეჭვთა", 1957; "ისევ გახსენი გული შენი", 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდა ("რისად არ მომხედავ ", 1945, "შეყვარებული ოდეს ქარები", 1954).
ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. მისი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხ. ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

გარდაიცვალა 2008 წელს, დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations