Loading



ავტორების სია » ჩარლზ დიკენსი


დაიბადა : 07.02.1812 წ
გარდაიცვალა : 09.06.1870 წ

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი - (ინგლ. Charles John Huffam Dickens დ. 1812 წლის 7 თებერვალს - გ. 1870 წლის 9 ივნისს), ფსევფონიმი - "ბოზ" (ინგლ. "Boz"), ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი და ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსანსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში "დავით კოპერფილდი" და ''პატარა დოროთი''.

ჩარლზ დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს გულის შეტევით.

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი
8-ნოემბერი ( 1674 წ. )
">გარდაცვალა ჯონ მილტონი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations