Loading



ავტორების სია » დუტუ მეგრელი


დაიბადა : 26.10.1867 წ
გარდაიცვალა : 13.03.1938 წ

დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (26 ოქტომბერი, 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდელი აბაშის რაიონი - 13 მარტი, 1938, თბილისი), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე.

დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ. 1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წეევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ ''თეატრში''; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა ''ცდამ'' დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა ''შვილი და დედა'' (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, ხოლო 1893 წელს - მისი ლექსების კრებული ''ცრემლები'', რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.

მისი პოპულარული ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" (1902) და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია ი. გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში".

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations