Loading



ავტორების სია » ნოდარ დუმბაძე


დაიბადა : 14.07.1928 წ
გარდაიცვალა : 04.09.1984 წ

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე (დ. 14 ივლისი, 1928 - გ. 4 სექტემბერი, 1984, თბილისი) - ქართველი მწერალი.
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა - ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კპ, პარტიის მაიაკოვსკის რაიკრმის პირველი მდივანი ი, დედა - ანა ივანეს ას ბახტაძე - დიასახლისი. ქალაქ თბილისის მე-15 სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე საცხოვრებლად გადავიდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბებიასთან და პაპასთან. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისს დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1967- 72 წლებში იყო ჟურნალის " ნიანგი" რედაქტორი. 1972 წლიდან საქ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის " მოლოდაია გვარდია" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1950 წლიდან ნ. დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული " სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: " მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960 წ) და "მე ვხედავ მზეს " (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა ("მზიანი ღამე" (1967 წ) , "ნუ გეშინია, დედა!" (1971 წ.), "თეთრი ბაირაღები" (1973 წ.)) და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა - როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(1962წ. რეჟისორი თ. აბულაძე); ,,მე ვხედავ მზეს" (1965წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე); ,,გზა მშვიდობისა, ჯაყო!"; ,,ნუ გეშინია, დედა!" (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ ,,მზიურში".

 

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations