Loading



ავტორების სია » არისტოფანე


დაიბადა : 0338 წ
გარდაიცვალა : 0446 წ

არისტოფანე (ბერძნ. Ἀριστοφάνης; დაახ. ძვ. წ. 446 - ძვ. წ. 388) - საბერძნეთისა და უძველესი სამყაროს უდიდესი დრამატული მწერალი. მისი დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია, თუმცა 420-იან წლებში ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, როდესაც უდიდეს წარმატებას აღწევს დიონისეს თეატრში. აშკარაა, რომ განათლებული და საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი ყველაზე განთქმული კომედიები იყო ათენის დრამატული ფესტივალებისთვის დაწერილი "ჩიტები". დაწერილი აქვს ორმოცი სპექტაკლი, რომელთაგან დღემდე მოღწეულია თერთმეტი. მისი ნამუშევრები დღეისთვის გადარჩენილი ერთადერთი სრული ნიმუშებია ძველი ბერძნული კომედიების, თუმცა ასევე შემორჩენილია მისი თანამედროვეების კრატინუსისა და ეუპოლისის ნამუშევრების ვრცელი ფრაგმენტები.

არისტოფანეს ნაწარმოებთა უმრავლესობა პოლიტიკური იყო და ხშირად ათენის ცნობილ მოქალაქეებსა და მათ პელოპონესის ომში მოქმედებებზე სატირას წარმოადგენდა. მის ნამუშევრებში ირიბად მინიშნებულია, რომ ის არაერთხელ დაუსჯია კლეონს ათენელების უცხოელთა თანდასწრებით დაკნინებისა და დაცინვის გამო.



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations