Loading



ავტორების სია » ზურაბ ანტონოვი


დაიბადა : 09.02.1820 წ
გარდაიცვალა : 13.12.1854 წ

ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი (9 თებერვალი/21 თებერვალი, 1820, გორი -  9/13 დეკემბერი/ 25 დეკემბერი, 1854, თბილისი), ქართველი დრამატურგი. დაიბადა წვრილი ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ - მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს ჩაირიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში მსახიობად. იქვე დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით (1854 ნოემბერ-დეკემბერი) თეატრის ხელმძღვანელიც იყო. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: "მე მინდა კნეინა გავხდე" (1851), "განა ბიძიამ ცოლი შეირთო" (1852), "მზის დაბნელება საქართველოში" (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876), "ქმარი ხუთი ცოლისა" (დაიდგა 1851, დაიბეჭდა 1852), "ქორწილი ხევსურთა" (1852), "ქოროღლი" (1853), "ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა" (1854).

ზურაბ ანტონოვი აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. მის შემოქმედებაში უკვე შეიმჩნევა დრამატურგიის ერთგავრი დემოკრატიზაციის ტენდეცია: თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები - მეზურნეები, საზანდრები, "შარლატანები". მანვე, ქართულ ლიტერატურაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად. ამ რეალისტურ ფონზე ანტონოვი წარმოგვიდგენს XIX საუკუნის საქართველოს ქალაქისა და სოფლის ცხოვრების ცოცხალ, კოლორიტულ სურათებს, ასახავს "ძველი" და "ახალი" თაობების ბრძოლას, დასცინის უნიათო, ყალბ პატრიოტიზმს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხურმა იუმორმა პიესათა ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა.

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations