Loading



ავტორების სია » ლავრენტი არდაზიანი


დაიბადა : 1815 წ
გარდაიცვალა : 13.01.1870 წ

არდაზიანი ლავრენტი პეტრეს ძე (1815, თბილისი - 1(13). I. 1870, თბილისი), ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837 წ.). 1846 წლიდან მუშაობდა "ამიერკავკასიის პრიკაზში", გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვ. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით ("ცისკარი", 1858);

ლავრენტი არდაზიანმა რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ("ცისკარი", 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის ნგრევა და ბურჟუაზიული ურთიერთობის დამკვიდრების გარდაუვალობა საქართველოში. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში "მორჩილი" ("ცისკარი", 1863). მხატვრულ ნარკვევში "მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ" ("ცისკარი",1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, "ცრუგანათლებულნი". მისი ფსევდონიმებია "ბიძია თორნიკე", "ალექსი ელბაკიძე".

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations