Loading



ავტორების სია » ჭაბუა ამირეჯიბი



საუკუნე

ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დაბ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი), ქართველი მწერალი.

დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი - პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე - მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა. თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრეა 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდგომ წელს გადავიდა 1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში (შემდგომში "ბანაკიდანაც" კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლეს!). ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტი იყო, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვეს, როცაშეიტყვეს, რომ რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები ჰყავდა: მამამისი 1938 წელს დახვრიტეს. დედა გადაასახლეს. იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება გაიგზავნა. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე გახდა, მაგრამ აქაც წამოეწია ის საბედისწერო ქაღალდი: "არასწორად გაწვეული". ამის მერეთბილისში დაბრუნდა და უნივერსიტეტის მეორე კურსზე აღიდგინა თავი. უნივერსიტეტში სწავლისას ახალ ფათერაკში გაეხვა - 1943 წელს აიყვანეს იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ბრალად ედებოდა შეიარაღებული აჯანყების მზადება საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად. ორგანიზაციას "თეთრი გიორგი" ერქვა. 1944 წლის აპრილში 25 წლის პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ეს როდი იკმარეს - განაჩენი გასაჩივრდა პროკურორის მიერ, როგორც ლმობიერი და შეიცვალა უმაღლესი ზომით - დახვრეტით. ერთ-ერთი გაქცევის გამო მეორედ მიუსაჯეს დახვრეტა, შემდეგში შეუცვალეს ახალი ვადის დამატებით. მისი პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" გამოქვეყნდა 1960 წელს ("მნათობი", № 1). ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა" (1962), "ძია შოთას ბადია" (1965), არაკების კრებული "თაფლის წვეთი" (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998). მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი "დათა თუთაშხია".

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations