Loading



ავტორების სია » გრიგოლ აბაშიძე


დაიბადა : 19.07.1914 წ
გარდაიცვალა : 29.07.1994 წ

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დაბ. 19 ივლისი /1 აგვისტო, 1914, სოფ. ზედა რგანი, ჭიათურის რაიონი - გარდ. 29 ივლისი, 1994, თბილისი), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

გრიგოლ აბაშიძე დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). იყო ჟურნალების "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წელს - თავმჯდომარე.  პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა: "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც მოქალაქეობრივი პოეზიის პათოსი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
გრ. აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა თავგანწირული ბრძოლა სამამულო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით და ახალი ეპოქის შესატყვისად აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება გრ. აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩააქსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) დღევანდელობის აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა მიცკევიჩის, ნერუდას, პეტეფის,  ემინესკუს, ბოტევის, ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. გრ. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.  იგი დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

ნაწარმოებები :

ბმულები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations